შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ახალი ორგანიზაცია, Alumni Board, სადაც კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტში. კურსდამთავრებულთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ისლამ მასაჯი, და პრორექტორი საგარეო ურთიერთობების დარგში, ბატონი გოდერძი ბუჭაშვილი, შეხვდნენ კურსდამთავრებულებს არაფორმალურ გარემოში.  კურსდამთავრებულები და უნიერსიტეტის წარმომადგენლები ისაუბრეს Alumni Board-ის მომავალზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ამ კურსდამთავრებულებს მობრძანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.