შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ისლამ მასაჯი, ესტუმრა გიორგი შიუკაშვილს. გიორგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ამჟამად, ის კარიერას განაგრძობს TBC ბანკში საკრედიტო რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მას მასპინძლობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.