შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ისლამ მასაჯი, ესტუმრა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, ლევან ბაშარულს. ლევან განაგრძობს კარიერას კომპანიაში „Product Savvy Consulting Georgia“ უფროს Java დეველოპერის პოზიციაზე.

შავი ზღვის უნივერსიტეტი მადლობას უხდის მას მასპინძლობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.