შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ლია ლომაშვილი, ესტუმრა ჩვენს უნივერსიტეტს. ლია ასწავლის ლაფანაანთკარისა და აბანოსხევის საჯარო სკოლებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ლიას, რომ გააცნო მოსწავლეებს ჩვენი უნივერსიტეტი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.