შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გიგი ქაცარიძე, ესტუმრა ჩვენს უნივერსიტეტს. გიგი კარიერას განაგრძობს კომპანიაში „APM Terminals Poti“ HR მენეჯერის პოზიციაზე. იგი შეხვდა კურსდამთავრებულთა კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ ისლამ მასაჯის, და პრორექტორს საგარეო ურთიერთობების დარგში, ბატონ გოდერძი ბუჭაშვილს. გიგიმ გააცნო მათ InPort-ის ახალი პროგრამა (დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მას მობრძანებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.