შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აღიარებული იქნება საერთაშორისო სივრცეში სწავლებისა და მენეჯმენტის მაღალი დონით, მეცნიერული კვლევის შედეგებით და სოციალური ინტეგრაციის გზით სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის შესაფერისი გარემოს  შექმნით, რათა ისინი ჩაერთონ ინტერკულტურულ დიალოგში, პატივი სცენ გლობალურ ადამიანურ ღირებულებებს და მუდმივად ისწრაფოდნენ განათლებისკენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კოორდინაციის დეპარტამენტი ცდილობს დაამყაროს კავშირი უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულთა შორის.